ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დასაკომპლექტებლად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში ვაკანსია, ბიუროს ხელმძღვანელისა და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ცხადდება.
"ჩემი საქმიანობა ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი თანამშრომლები მეყოლება ოზურგეთის ბიუროში.
გადავწყვიტე, ღია კონკურსი გამოვაცხადო, რათა სამსახურისთვის შევარჩიო ისეთი ადამიანები, ვინც უფრო მეტად არა ჩემი, არამედ ხალხის მეგობრები იქნებიან.
აქვე მადლობას ვუხდი ბიუროს წინა შემადგენლობას, რომელმაც ბევრი გააკეთა გასული 4 წლის განმავლობაში", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოზურგეთის მაჟორიტარის ბიუროში გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://jobs.ge/129251/