"ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა.
„პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყრილობა ჩატარდეს იანვრის ბოლოს. მე ამას არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პოლიტსაბჭომ ასე გადაწყვიტა. ვფიქრობ, თავმჯდომარედ ბაქრაძის არჩევა პარტიას წაადგება. მიხეილ სააკაშვილი არ არის თავმჯდომარე, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს დევნილია. პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ცალკეა, შემდეგ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება და ყრილობაზეც დადგება ალტერნატივები. დღეს უბრალოდ, გადაწყდა, როდის და რა ფორმით ჩატარდება ყრილობა. ამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა. ყრილობამდეც იქნება ამ საკითხზე მსჯელობა“, _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.