განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის წარდგინებით, ამ პოსტზე პრემიერმა თეიმურაზ მურღულია დანიშნა.
თეიმურაზ მურღულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა მიმართულებას ჩაიბარებს განათლების მინისტრის ახალი მოადგილე. სამინისტროში მიმართულებების გადანაწილება მომავალ კვირას იგეგმება.
მინისტრის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. თეიმურაზ მურღულიას გარდა ალექსანდრე ჯეჯელავას კიდევ სამი მოადგილე ჰყავს, ესენი არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ლია გიგაური და თამაზ მარსაგიშვილი.