BBC-ის ინფორმაციით, 4 მთავარი ქალაქის ლიდერები აცხადებენ, რომ 2025 წლიდან დიზელზე მომუშავე ავტომობილებს მომავალი 10 წლის განმავლობაში აღარ გამოიყენებენ.
როგორც ცნობილია, აკრძალვა სატვირთო ავტომობილებსაც შეეხება.
გავრცელებული ცნობით, პარიზის, მეხიკოს, მადრიდის და ათენის მერები ახადებენ, რომ აკრძალვა მიზნად ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს.
ისინი ამბობენ, რომ აკრძალვა ალტერნატიული მანქანების გამოყენებას სტიმულს მისცემს და ფეხითა და ველოსიპედით მოძრაობას ხელს შეუწყობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში დიზელის ტრანსპორტზე კონტროლი გაიზარდა, რადგან მისი გავლენა ჰაერის ხარისხზე შემაშფოთებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ყოველ წელს დაბინძურებული ჰაერის შედეგად 3 მილიონი ადამიანი იღუპება.
როგორც ცნობილია, დიზელის ძრავებისგან გამოყოფილი ჭვარტლი ფილტვებში ღრმად აღწევს და ხელს უწყობს სისხლძარღვთა ავადმყოფობის განვითარებასა და სიკვდილს.
აზოტის ოქსიდები კი სუნთქვის გაძნელებას იწვევს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ადამიანს სასუნთქი გზების პრობლემა.
გარემოს ანალიტიკოსის, როჯერ ჰარიბანის თქმით, დიზელის აკრძალვა მნიშვნელოვანია, რადგან მალე სხვა ქალაქში მაცხოვრებელი მძღოლებიც აღარ მოიხმარენ მას.
"ავტომობილების წარმოების ისტორია გვიჩვენებს, რომ ფირმები, რომლებიც გარემოს გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ გლობაურ ბაზარზე ვერ ნარჩუნდებიან. ყველაზე მთავარი ავტომობილის შექმნა კი არა, მისი მოხმარების წესებია,"_ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, უკვე არსებობს ელექტრო და წყალბადის მანქანები და ჰიბრიდები, რასაც დიზელის ჩანაცვლება შეუძლია.
"ეს ბედის ირონიაა, რადგან მთავრობებმა თავიდანვე უპირატესობა დიზელის ავტომობილებს მიანიჭეს, თუმცა მათი წარმოება კლიმატის ცვლილებას ზრდის,"_ამბობს ანალიტიკოსი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მწარმოებლებმა მთავრობები შეცდომაში შეიყვანეს ადგილობრივი დაბინძურების გაწმენდის უნართან დაკავშირებით და ამჟამად დიზელის ტრანსპორტი ჰაერის გაწმენდის მიზნით იკრძალება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეხიკოს მერი, მიგელ ანხელ მანსერა აცხადებს, რომ " ქალაქს ჰაერის დაბინძურების და მოძრაობის პრობლემები აქვს და ეს ნაბიჯი ორივე პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართლი."
"ალტერნატიული სატრანსპორტო სისტემის გაფართოებით, როგორიცაა ავტობუსები და მეტრო, ჩვენი ქვაფენილებიდა და ფილტვების შეშუპების განსამუხტავად ვმუშაობთ,"_აცხადებს მანსერა.
როგორც ცნობილია, პარიზში სატვირთო ავტომობილებისა და დიზელის ავტომობილების შესამცირებლად ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქალაქში 1997 წლამდე გამოშვებული ავტომობილების მოძრაობა უკვე აიკრძალა და შეზღუდვები ყოველწლიურად იზრდება.
პარიზის მერი კი აცხადებს, რომ "ჩვენი ამბიცია არის ნათეი და დავიწყეთ მისი გაფართოება. გვინდა რომ ჩვენს ქალაქში ტოკიოს მსგავსად დიზელი აიკრძალოს".
მადრიდის მერის, მანუელა კარმენას თქმით, ჰაერის დაბინძურების ხარისხი ასევე დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებებთან.
"როგორც კი ჩვენს ქალაქებში შემცირდება გაზების ემისია, ჰაერი უფრო სუფთა გახდება და ჩვენი წინაპრები, შვილები და ჩვენი მეზობლები იქნებიან ჯანმრთელები", _ ამბობს კარმენა.