ეკონომიკური პორტალი „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, 5 დეკემბერს Gulf-ში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურზე G Force პრემიუმი 1,94 ლარი ღირს, G force ევრო რეგულარი 1, 84 ლარამდე გაძვირდა, ”ევრო რეგულარი” _ 1,74-მდე, რაც შეეხება ევრო დიზელის საწვავის ღირებულებას, 1,90 ლარი ღირს.
რაც შეეხება ”ვისოლს”, კომპანიის მიერ რეალიზებული საწვავი 4 დეკემბრის შემდეგ 4-5 თეთრით გაძვირდა. დღეისათვის ”ვისოლში” ”ეკო სუპერი” 2,09 ლარი, ”ეკო პრემიუმი” 1,94 ლარი, ”ეკო რეგულარი” 1,84 ლარი, ხოლო ”ეკო დიზელი” 1,90 ლარი ღირს.
ამ დრომდე ფასები არ გაუძვირებია ”ლუკოილს”, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჯერჯერობით, ცვლილება არ იგეგმება. ფასების კორექტირება არ მომხდარდა არც ”სოკარში.”