რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული რეზოლუციის მიხედვით, სირიის ქალაქ ალეპოში ცეცხლი 7 დღის განმავლობაში უნდა შეწყვეტილიყო, ხოლო მოსახლეობისთვის დახმარება აღმოეჩინათ.
რუსეთის თქმით, დოკუმენტში საბჭოს მიერ დარღვეულია წესი და ქვეყანას საბოლოო რედაქციისთვის 24-საათიანი ვადა უნდა მიეცეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი აცხადებენ, რომ რუსეთს სირიის მთავრობის ჯარების ბოლო სამხედრო მიღწევების შენარჩუნება სურს ალეპოში და რუსეთის განცხადებას „მოგონილ ალიბს“ უწოდებს.
არმიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ალეპოში მეამბოხეების მიერ დაკავებული ტერიტორიის უმეტესობას ფლობენ.
მაუწყებლის ცნობით, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, მთავრობა ტერიტორიის, დაახლოებით, 70%-ს დაიბრუნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი ალყაშემორტყმული რჩება, სადაც არ ფუნქციონირებს საავადმყოფოები და საკვების მარაგი ამოწურულია.
მაუწყებლის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ჩინეთისა და რუსეთის გარდა მხარი არც ვენესუელამ დაუჭირა, ხოლო ანგოლამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს უშიშროების საბჭოს სხვა წევრები მხარს უჭერენ.