ხვალ თბილისის უბნების ნაწილს ავარიის პრევენციის მიზნით ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება.
7 დეკემბერს დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შუალედში 30 წუთით შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ზემო ვეძისის, წულუკიძის, ვაზისუბნის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, ლუქსემბურგის, ცხინვალის, ლევანდოვკის, ვოლოდარსკის, აბაშიძის, ჩერქეზიშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის და ფანჯიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, ასურეთის, სვირის, ლაითურის, გეგუთის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბენდელიანის, სანერგეს, ჟღენტის, თოდრიას, დარკვეთის, ბუგეულის, მირზაანის, კიშინიოვის, წერონისის, ჯავის, ლუბოვსკის, ზაქარაიას, სართანიას, კამალოვის, დობროლიუბოვის, ზედაუბნის, კოდალოს, ლოტკინის, კალიუჟინის, თიგიშვილის, კიკნაძის, კურნატოვის, გულრიფშის, კაჭრეთის, თამარაშვილის, ინწკირველის, მაღაროს, ენისელის, მიტინგის და კახიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ავარიის პრევენციის მიზნით 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, ვეკუას, თიანეთის, ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.