მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, საქართველოს მასშტაბით, 42 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, _ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა. გიგაურის თქმით, სწავლა შეწყვეტილია იმ რაიონების სკოლებში, რომლებსაც უამინდობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
”მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო გართულდა იმ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება, რაზეც დამოკიდებულია სკოლის გათბობის სისტემა, შესაბამისად, სკოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენამდე, სასწავლო პროცესი დროებით შეეწყვიტათ”, _ განაცხადა ლია გიგაურმა.