https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ არის იტალიური ბრენდის Chef Express_ის ქართველ დირექტორი და რას გეგმავს საქართველოსთან დაკავშირებით

22:12; 8.12.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ევროპაში მოგზაურობის თუ ცხოვრების დროს, ალბათ, ბევრ თქვენგანს უსარგებლია იტალიური სწრაფის კვების რესტორნის "Chef Express”-ის სერვისით და დაუგემოვნებია კიდევაც მათ მიერ წარმოებული პრუდუქტი, თუმცა ცოტამ თუ იცის,  რომ ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებში: რეჯო-ემილიასა და მოდენაში არსებულ "chef express"-ისა და „Mcdonalds”-ის  ფილიალებს ქართველი დირექტორი ჰყავს. როგორ დაიწყო მაია ივანეიშვილმა ემიგრაციაში ცხოვრება და აიხდინა თუ არა "იტალიური ოცნება",  ამის შესახებ ის თავად საუბრობს "გურია ნიუსთან".

_შეგიძლიათ, მოკლედ რომ მოგვიყვეთ ბავშვობის შესახებ?

_დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, სკოლაც იქ დავამთავრე. ყოველთვის აქტიური ბავშვი ვიყავი და  კლასში – კარგი ორგანიზატორიც. ფიზიკა-მათემატიკა გამორჩეულად მიტაცებდა, ჩემთვის  საინტერესო საგნები იყო.

_რა ასაკში დაიწყეთ დამოუკიდებელი ცხოვრება და როგორ გაიხსენებთ სტუდენტობის პერიოდს?

_დამოუკიდებელი ცხოვრება, როგორც ძირითად ქართულ ოჯახებში ხდება, რა თქმა უნდა, სკოლის დასრულების შემდეგ დავიწყე, როცა სრულწლოვანი გავხდი. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურზე, ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით ჩავაბარე. მალევე დავიწყე სკოლაში მასწავლებლად მუშაობა. ძალიან რთული დრო იყო, ხელფასები წლობით იყინებოდა. ერთი წელი ისე გავიდა ხელფასი არ ამიღია, მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა.

_ეს იყო მიზეზი, რატომაც გადაწყვიტეთ იტალიაში წამოსვლა?

_იტალია ჩემი ბავშვობის ოცნების ქვეყანა იყო. ძალიან მიყვარდა იტალიური ენა, როგორც მუსიკა ისე ჩამესმოდა. ბაბუა მპირდებოდა, თუ უნივერსიტეტს წითელ დიპლომზე დავამთავრებდი, იტალიაში სამოგზაუროდ გამიშვებდა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად აქტიურად დავიწყე იტალიურის კურსებზე სიარული, რომ ენა სრულფასოვნად შემესწავლა. მშობლებს დავუყენე საკითხი, რომ საქართველოდან უნდა წავსულიყავი, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მქონდა, არანაირი პერსპექტივა ქვეყანაში არ ჩანდა. მიუხედავად ამისა, ოჯახი მაინც არ იყო თანახმა ქვეყნიდან წავსულიყავი. დედა მეუბნებოდა,  24 წელი არ იყო დიდი ასაკი მსგავსი გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ მიზანი დავისახე_ ჩემი მომავალი უნდა შემექმნა. ვეძებდი ნაცნობებს, ადამიანებს, ვისაც შეეძლოთ ევროპაში წასვლაში დამხმარებოდნენ. 2001 წელი იყო ჩემს მეგობართან ერთად, იტალიაში რომ ჩამოვედი.

_იტალიის პირველი  ქალაქი, სადაც ჩახვედით. პირველი სამსახური, პოზიცია სადაც გიმუშავიათ?

_მეგობართან ერთად ჩავედი ჯერ მილანში და იქიდან წავედით რომში. რომში აღმოვაჩინეთ ქართველები, სამსახურებს ყიდდნენ, მწარედ მახსოვს ეგ პერიოდი. იქიდან გვირჩიეს სამხრეთ იტალიის ქალაქ სალერნოში წავსულიყავით. იქ რუსები გავიცანით, რომლებიც ასევე სამსახურებს ყიდდნენ. დავრჩით სალერნოში მათთან. ერთ დღესაც მათ გვითხრეს, რომ გამოჩნდა სამსახური რესტორანში, თანაც ერთად შეგვეძლო მუშაობა და ჩვენც დავთანხმდით. სამზარეულო უნდა დაგველაგებინა. დილის 6 საათიდან რომ შევესიეთ(იცინის), გვიანობამდე ვერ მოვრჩით. შემოდიოდა ხალხი და გვეუბნებოდნენ, რომ   ცოტა დაგვესვენა. ჩვენ კი ისევ ისეთი შემართებით ვაგრძელებდით მუშაობას. თავიდან რესტორანში თეფშებს ვრეცხავდით. სალერნო საზღვაო ქალაქია. აპრილში ჩასულებს ის პერიოდი დაგვხდა, სეზონისთვის რომ რესტორანს ამზადებდნენ. ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, როცა ერთ დღეს რესტორანში თანამშრომელი არ გამოცხადდა. უფროსმა მომკიდა ხელი და კაფე-ბარში გადამიყვანა ბარისტად. იმ წუთას ამიხსნეს ყავა როგორ ისხმებოდა. პირველად "კაპუჩინო" რომ მოვამზადე, ვერავინ დალია. ვერ წარმომედგინა, რძე თუ აუდუღებლად ვინმეს შეეძლო დაელია. თავიდან ძალიან გამიჭირდა ბარში მუშაობა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერს ვინიშნავდი და რასაც ვერ გავიგებდი ვეკითხებოდი ჩემს უფროსს.

_გრძნობდით თუ არა ყოფიერების სიმსუბუქეს, როდესაც ქართველთან და თან მეგობართან ერთად მუშაობდით?

_რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ასე იყო. ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვამხნევებდით. თან ის პერიოდი იყო, როცა მობილური არ არსებობდა, იყო მხოლოდ ხაზის ტელეფონი და თვეში ერთხელ ვახერხებდით სარგებლობას, ისიც ოჯახის წევრებთან საკომუნიკაციოდ. ჩემი მეგობარი ისევ სამზარეულოში აგრძელებდა მუშაობას. მე კი ბარისტად გადაყვანიდან სამ თვეში უფროსმა სალაროსთან დამაყენა. დიდი რესტორანი იყო საკმაოდ. დღე ამუშავებდნენ, როგორც სწრაფი კვების ობიექტს, ღამით- კი როგორც რესტორანს. ჩრდილოეთ იტალიაში ყოველთვის მაღალი ხელფასები იყო. შემდეგ ჩემი მეგობარი რეჯო-ემილიაში გადავიდა სამუშაოდ. საბუთი ორივეს გვქონდა უკვე, რესტორნის უფროსი დაგვეხმარა გაკეთებაში. ორი წელი ვიმუშავე რესტორანში, ბოლოს კი უფროსის შვილებთან დაპირისპირების გამო( ხშირად მთხოვდნენ სალაროდან მათთვის თანხა მიმეცა) 2003 წელს მივიღე სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. ავიღე ბილეთი და საქართველოში წავედი. იმავე წელს ჩრდილოეთ იტალიაში, რეჯო-ემილიაში ჩამოვედი.

_იტალიური ბრენდი, სწრაფი კვების ბარ-რესტორანი „Chef Express"-ი თქვენი მონაწილეობით ავითარებს ბიზნესს. ამჟამად რეჯო-ემილიასა და მოდენაში ხელმძღვანელობთ ორ რესტორანს. როდის და როგორ დაიწყო თანამშრომლობა თქვენსა და „Chef Express"-ის ხელმძღვანელობასთან?

_რეჯო-ემილიაში დაბრუნებულმა აქტიურად დავიწყე სამსახურის ძებნა. მიუხედავად იმისა, რომ ენაც კარგად ვიცოდი და საბუთიც მქონდა, სამი თვე უმუშევარი ვიყავი. მაშინ ბინის მოძებნაც კი, სადაც შემეძლო მეცხოვრა, გართულებული იყო. მხოლოდ ერთ ქართველს ჰქონდა ბინა აღებული, ერთი ღამე 10 ევრო ღირდა. ისევ ჩემი მეგობრის  დახმარებით იტალიურ ოჯახს დავუკავშირდი, რომლებთან ცხოვრებაც შემეძლო. მოხუცები იყვნენ, ვეხმარებოდი უანგაროდ,  მითხრეს, ქირის ფულს ვერ გამოგართმევთო. დავიწყე სამსახურის ძებნა და მივედი რეჯო-ემილიაში არსებულ დასაქმების ოფისში, რომელსაც ახლაც ხელმძღვანელობს იტალიელი, ნორა მონტი. მას დახმარებისთვის მივმართე. მისი რეაქცია კი მწვავე იყო, მითხრა 26 წლის გოგოს, რომელიც ფლობდა ენას და საბუთს, მისი დახმარება არ უნდა დამჭირვებოდა. გარეთ გადი და დაიწყე შენით შესაფერისი სამსახურის მოძებნაო, მითხრა მან და მისი სიტყვები ერთგვარი გამოფხიზლება იყო ჩემთვის. სახლში დაბრუნებულმა მაშინვე დავიწყე CV-ის შედგენა. დილით რკინიგზის სადგურთან არსებულ „Chef Express"-ის რესტორანში მივედი,  ყავა შევუკვეთე, თან ვიკითხე ეძებდნენ თუ არა თანამშრომლებს. ბართან მდგომმა მოხუცმა მიპასუხა, კი თანამშრომლებს ეძებენ და შეგიძლია ხვალ გამოიაროო. მივედი მეორე დღეს და დავტოვე CV. წამოსვლას ვაპირებდი გოგოს შეძახილმა რომ შემაჩერა, მითხრა ვეძებთ თანამშრომლებს და ახლავე გაგესაუბრებით, დირექტორის მოადგილე ვარო. 2003 წლის 3 დეკემბერს დავიწყე მუშაობა „Chef Express"-ში. მკითხეს რა გამოცდილება მქონდა, ვიქნებოდი თუ არა თანახმა მათ შემოთავაზებულ საათებზე. თავიდან ოთხსაათიანი კონტრაქტი მქონდა დღეში. დირექტორი ხედავდა, რომ რასაც ვაკეთებდი ხარისხიანი შესრულებული იყო. არ მიყვარდა ზედმეტი ლაპარაკი და ურთიერთობა არავისთან. ორ თვეში, 2004 წელს დირექტორმა მუდმივ კონტრაქტზე გადამიყვანა მენეჯერის პოზიციაზე, 2007 წელს კი რეჯო-ემილიას ფილიალის დირექტორი გავხდი.

_როგორ ახერხებთ, იყოთ იტალიური ბრენდის „Chef Express"-ისა და ამერიკული ბრენდის „Mcdonalds”-ის ფილიალების  დირექტორი ერთდროულად?

_Chef Express-ი ძალიან ძლიერი და ცნობილი ბრენდია. ახლახანს 21  კონკურსი მოიგო. მარკეტინგი კარგად მუშაობს. ჩვენთან მომსახურება არის ძალიან მაღალ დონეზე, თითოეული მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გათვლილი. ჩვენი წარმოება სულ სხვა იყო 2003 წელს, დღეს კი მომხმარებლის გემოვნება ძალიან გაიზარდა, შესაბამისად, გავზარდეთ ხარისხიც. ამ სამსახურმა დიდი განათლება მომცა. მილანში წელიწადში 3-4 ჯერ მივდიოდი სხვადასხვა კურსებზე. რაც შეეხება „Mcdonalds”-ის და  „Chef Express"-ის ფილიალების ერთდროულ მართვას, საკმაოდ რთულია, რადგან  2 სხვადასხვა კომპანიაა, თუმცა ორივე მათგანს აერთიანებს სწრაფი მომსახურების მაღალი სტანდარტი.

_გქონდათ თუ არა ბიზნესში მუშაობის გამოცდილება?

_არა, არ მქონდა. მიყვარდა მხოლოდ რიცხვები, გამოთვლები.

_ შეცდომები დაგიშვიათ? რა გეხმარებათ კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევასა და დაბრკოლებების გადალახვაში?

_ შეცდომები დამიშვია, მაგრამ მიყვარს მისი აღიარება. როცა შეცდომას ვუშვებ, მაშინვე ვიღებ მის გამოსასწორებლად შესაბამისს ზომებს. არ არსებობს  ჩემს სამსახურში ისეთი შეცდომა დაუშვა, მისი გამოსწორება არ შეიძლებოდეს. ჩემი ხასიათი მეხმარება კრიზისი თავიდან ავიცილო. 360 გრადუსით უნდა ხედავდე სამსახურში რა ხდება, სანამ შენამდე კარგი, გემრიელი ყავა მოვა მანამდე დარწმუნებული უნდა იყო, რომ ყველა საქმე კარგად შესრულდა. მნიშვნელოვანია, თითოეულ თანამშრომელს ზედმიწევნით კარგად იცნობდე, მათი ყველა პრობლემა უნდა იცოდე, უსმენდე მათ და ისეთი პირობები შეუქმნა, რომ კმაყოფილი სახით იმუშაონ.

_რამდენი ადამიანია დასაქმებული „Chef Express"-ის  და „Mcdonalds"-ის რესტრორნებში და არიან თუ არა მათ შორის ქართველები?

_რეჯო-ემილიაში ოცი თანამშრომელი გვყავს, მოდენაში კი – ოცდაათი. რეჯო-ემილიაში ახლა ორი ქართველია, მანამდე ექვსი მუშაობდა ჩემთან. ოთხი წლის წინ მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული კადრების შერჩევა-აყვანა. მას შემდეგ იტალიაში კანონი შეიცვალა და ის არეგულირებს, რომ კადრი 30 წლამდე ასაკის უნდა იყოს, უფრო ზემოთ კი საწარმოს მეტი გადასახადის გადახდა ეკისრება.

_წარმატება საკუთარ შესაძლებლობაზე, უნარებზე, ფინანსებზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ,  წარმატების მიღწევის თქვენეული ხედვა რომ გაგვანდოთ?

_როცა ასეთ დიდ ორგანიზაციაში შედიხარ, ძალიან დიდი თვალთახედვა, განსაკუთრებული უნარები, ნიჭია საჭირო. მხოლოდ შრომა არ არის საკმარისი.

_როდის აპირებთ საქართველოში დაბრუნებას. „Chef Express"-ი ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ შესულა. ხომ არ შესთავაზებთ თქვენს ხელმძღვანელობას ამ იდეას?

_როდესაც „Chef Express"-ი თურქეთში შევიდა შემომთავაზეს იქ გადავსულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი. რაც უფრო დროს გადის, მით უფრო მეტად მაქვს მიწის ყივილი. წელს საქართველოში სამჯერ ვიყავი ჩასული. დიახ, ვგეგმავ, რომ ეგ იდეა მივიტანო ჩემს ხელმძღანელობასთან და რატომაც არა, თუ დამთანხმდებიან, ალბათ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იქნება. შესაძლოა, საქართველოში უკვე არსებულ იტალიურ საწარმოებთან ვითანამშრომლო, ან შესაძლოა, ვინმე იტალიელი იყოს დაინტერესებული საქართველოში ბიზნესის წამოწყებით, რა თქმა უნდა,  ჩემი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება და იმედია, სისრულეშიც მალე შევძლებ მათ მოყვანას.

_ ცოტა პირადზეც რომ მოგვიყვეთ…

_ჩვენ თანამშრომლები ვიყავით. სამსახურის შემდეგ საერთო მეგობრებთან ხშირად ვიკრიბებოდით, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ყველგან ერთად დავდიოდით, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს პირად ამბებს და ბოლოს ისე მოხდა რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. აი ეს კი ნამდვილად ბედი იყო. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ის ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი გახდა და ჩემი მეორე ნახევარი ჰქვია.

სპეციალურად „გურია ნიუსისთვის" იტალიიდან

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30 დეკემბერი, 2025

ხელოვნება როგორც მკურნალი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30.12.2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო