"ჩვენს დაპირებებს სულ სხვა გემო აქვს. მას ზურგს (ენას) უმაგრებს კერძო 7 მილიარდი! აისრულეთ ქართული ოცნება!" _ წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
"გაიზრდება გადასახადები; გაიზრდება ფასები; გაუფასურდება ლარი; არ გაიზრდება პენსიები; არ შემცირდება უმუშევრობა; ფინანსურად დავეხმარებით ბანკებს; აგიკრძალავთ დოლარში სესხის აღებას; მეხუთე წელი არ იქნება მეოთხეზე უკეთესი.
სამაგიეროდ, 2030-ში გექნებათ ათასი კილომეტრი ახალი გზა, 50 გვირაბი და 50 ხიდი!
ასფალტი ვჭამოთ? არა, დაპირებები!
ჩვენს დაპირებებს სულ სხვა გემო აქვს. მას ზურგს (ენას) უმაგრებს კერძო 7 მილიარდი!
აისრულეთ ქართული ოცნება!
რამდენ პროცენტს მიიღებდა პარტია, ასეთი პროგრამით რომ წარმდგარიყო არჩევნებზე?
ბუნებრივია, იტყვით არაფერსო.
თუმცა, რას გაუგებ ქართველ ამომრჩეველს. შეიძლება სხვების ჯინაზე იმდენივე მიეღო, რაც მიიღო.
ამიტომაც მოგვიწევს დაპირებების ჭამა!
კარგი იქნება, თუ მხოლოდ 2020-ამდე!" _ წერს გოცირიძე.