საფრანგეთში კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოში სიმსივნით დაავადების შემთხვევათა 15% (დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი) ცნობილი ინფექციებისგან არის გამოწვეული, რომლებიც მკურნალობას ექვემდებარება.
აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.
სპეციალისტების აზრით, სიმსივნე ინფექციურ დაავადებებათა სიაში უნდა შევიდეს.
ისინი მიუთითებენ, რომ კიბოსთან საბრძოლველად ვაქცინაციის და ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარებაა საჭირო.