მარიხუანას მოხმარებიდან ახალგაზრდები სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადადიან, _ ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა სიმონ ნოზაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უმრავლესობის წევრი ვარაუდობს, რომ დეკრიმინალიზაცია მარიხუანას მომხმარებლების ზრდას გამოიწვევს.
„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია. ვნახოთ, პროცენტულად, რამდენია მაჩვენებელი, როცა მარიხუანას მოხმარებიდან ახალგაზრდები სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადადიან, საქართველოში არ არის სახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობა, ამიტომ მე ვშიშობ, რომ რისკის ქვეშ დავაყენებთ მომავალ თაობებს. ეს ნარკოტიკი შევა სკოლაშიც, მაგრამ ყველაფერი ალბათ საბოლოოდ კონსულტაციის შედეგად უნდა გადაწყდეს", – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.