საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორს, თამაზ ლობჟანიძეს და ფაქტობრივ მმართველ მერაბ ფერაძის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ პატიმრობის გადაწყვეტილების არგუმენტად მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე დაასახელა.
ბრალდებულებმა პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართეს და განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ დააკავებენ, ისინი დაზარალებულებს კუთვნილ თანხებს ვერ დაუბრუნებენ.
საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები. მათი მთავარი მოთხოვნა მიყენებული ზარალის ანაზღაურებაა.
ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან.
წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ორივე ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.