ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში შვილმა საკუთარი დედა მოკლა. 97 წლის შურა ა. თავისმა 70 წლის ქალიშვილმა თავში სკამის ჩარტყმის შედეგად მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებული ქეთინო ა. ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, სამკურნალო დაწესებულება კი 1 თვის წინ დატოვა. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს, 70 წლის ბრალდებული კი სამართალდამცავებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
წყარო: "ნიუპოსტი"