შერონ სტოუნი ჰოლივუდის დატოვებას აპირებს, რათა მთლიანი მობილიზება გააკეთოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.
58 წლის მსახიობმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, ძალიან მალე, საკმაოდ დაბალ ფასში გაყიდა საკუთარი სახლი ბევერლი-ჰილზზე. ეს გადაწყვეტილება მან მილანში მოდის კვირეულზე ცუდად გახდომის გამო მიიღო. ვარსკვლავი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ჰოსპიტალში იგივე ჩივილებით, როგორც 2001 წელს, როცა გაჟონვა დაემართა. "უცხო ქვეყანაში საავადმყოფოში მოხვედრის გამო შერონი ძალიან შეშინდა, ის ცდილობდა ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ირგვლივ უცხო არავინ იყო, ძალიან ნერვიულობდა. აი ამიტომ გადაწყვიტა გაეყიდა სახლი და გადაეხედა საკუთარი ცხოვრების წესისათვის", _ ამბობს შერონ სტოუნთან დაახლოებული პირი.
"ის ჩქარობდა ნიუ-იორკში დაბრუნებას, რათა ენახა შვილები და საკუთარი ექიმები. ჯანმრთელობა მისთვის ახლა პრიორიტეტულია", _ დასძინა იმავე ინფორმატორმა.
როგორც ცნობილია, შერონ სტოუნი შვილად აყვანილ ორ ვაჟს ზრდის, ხოლო მესამე, რომელიც ფილიპ ბრონშტეინთან ქორწინების დროს იშვილა, მამასთან ცხოვრობს.