საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ორი ახალი ფრაქცია ეყოლება. "ქართული ოცნება" ფრაქციებს _ „ქართული ოცნება-კონსერვატორები” და „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები” აყალიბებს.
საკითხზე, დღეს, დეპუტატები საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. შესაბამისი დოკუმენტაციები კომიტეტში უკვე წარდგენილია. მათ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის და პარლამენტის ბიუროს გადაუგზავნის.
„შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე შემოსულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტში . კომიტეტი დოკუმენტაციას შეისწავლის და თუ ის რეგლამენტთნ შესაბამისობაში იქნება დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას ფრაქციების შექმნის თაობაზე მიიღებს ბიურო", _ განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.