სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან თავისუფლდება საზოგადოების განსჯის თემაა. უმრავლესობა ამ ფაქტს პოლიტიკურად აფასებს. მათ შორის ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც, რომლის თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს იდეის კუბოზე ბოლო ლურსმანი დააჭედეს:
"რამდენიმე დღის წინ მითხრეს, ბოკერიას ფლანგს გამაგრება ჭირდება, აგებენ მიშასთან ბრძოლას და ივანიშვილი უგულავას გამოაშვებინებსო. კი გაიეცინა მაშინ. მეთქი რა სისულელეა, მიშას მომხრეები ნამეტანი შეთქმუმების თეორიებში წასულან, მეთქი..
დღეს არა მარტო საზმაუს იდეა დამარხეს კიდევ ერთხელ, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოს იდეის კუბოზეც ბოლო ლურსმანი დააჭედეს!" _ წერს მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე