სოციოლოგებმა გამოარკვიეს, რომ 2016 წელს ყველაზე ბედნიერ ადამიანებად დანიისა და შვეიცარიის მოსახლეობას მიაჩნდა თავი. ამ ქვეყნების მოქალაქეთა 78 პროცენტი ცხოვრებით კმაყოფილია.
„ყველაზე ბედნიერებს“ უახლოვდებიან სხვა ევროპელებიც: ფინელები, ავსტრიელები, ბელგიელები, აგრეთვე, მსოფლიოს ისეთი დიდი და განვითარებული ქვეყნების მცხოვრებნი, როგორიცაა კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. კვლევების დროს რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ მხოლოდ ერთ შეკითხვაზე: კმაყოფილი ხართ თუ არა ცხოვრებით, განსაზღვრეთ „სკალით 1-დან 10 ქულამდე“. 1 ქულა ნიშნავდა „სრულებით არ ვარ კმაყოფილი“, ხოლო 10 ქულა – „აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ“.
კვლევების თანახმად, ბედნიერების დონე მსოფლიოში ასე განაწილდა:
8,3 ქულა – შვეიცარია და დანია; 7,9 – ფინეთი; 7,8 – კანადა; 7,7 – ავსტრალია; 7,6 – ავსტრია; 7,5 – ბრაზილია; 7,4 – ამერიკის შეერთებული შტატები; 7,3 – ბელგია; 7,1 – გერმანია და დიდი ბრიტანეთი; 6,7 – იტალია; 6,6 – საფრანგეთი; 6,4 – საბერძნეთი; 6,3 – ჩინეთი.
ბედნიერთა შორის მოხუცებულთა და ახალგაზრდა მცხოვრებთა თანაბარი რაოდენობაა. აგრეთვე, პრაქტიკულად, არ იყო განსხვავება კაცებსა და ქალებს შორის.