დღეს, 15:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიის თავმჯდომარეები საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავა ფრთის წევრები, პარტიიდან გასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.
წინასწარი ინფორმაციით, პარტიიდან გასვლის შემდეგ, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტია ,,ევროპულ საქართველოში“ გადაინაცვლებენ და ფრაქციაც, სადაც მათი დეპუტატები შევლენ, შესაბამისად, ამ სახელის იქნება.