ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (ლიბე) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ, 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ავრცელებს.
"ლიბემ მხარი დაგვიჭირა. გილოცავთ წარმატებულ კენჭისყრას. თებერვალში ველოდებით ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრას!", _ წერს ქარდავა სოციალურ ქსელში.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.