BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გერმანიის კანცლერის გაკრიტიკებამ საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის გაღიზიანება გამოიწვია.
„ევროპას არ სჭირდება რჩევები საზღვარგარეთიდან თუ რა უნდა გააკეთოს“, _ განაცხადა ფრანსუა ოლანდიმ.
როგორც ცნობილია, ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ქვეყანაში მიგრანტების შეშვების გამო კატასტროფული შეცდომის დაშვებაში დაადანაშაულა.
მერკელის განცხადებით, ევროკავშირმა გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს.
როგორც ცნობილია, ტრამპის შენიშვნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ეჭვქვეშ დააყენა.
ამავე თემაზე:
რას პასუხობს გერმანიის კანცლერი აშშ-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტს