20 იანვარს თბილისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით სამუშაო ვიზიტად ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.
ვიზიტის პირველ დღეს, კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტს ეწვევა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის დელეგაცია საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ და უმცირესობაში შემავალ ფრაქციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.