იმერეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსთან გიორგი კაჭარავასთან ერთად დაკავებულმა დეტექტივ-გამომძიებელმა ზურაბ ჭელიძემ წარდგენილი ბრალდება აღიარა _ ჭელიძეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კაჭარავა და ზურაბ ჭელიძე 2016 წლის სექტემბერში დააკავეს. კაჭარავას ბრალად ქრთამის აღება, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა და ასევე იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. ჭელიძეს კი გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.