„აკრობატული ნათლობა საქართველოში“_ ამ სათაურით აქვეყნებს EURONEWS სამების საკათედრო ტაძარში 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შესრულებულ საყოველთაო ნათლობის ცერემონიაზე გადაღებულ ვიდეოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საყოველთაო ნათლობა ქვეყანაში პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა.
მისივე ცნობით, მან იდეა ქვეყანაში დაბალი შობადობის გამო წამოაყენა და პირობა დადო, რომ თითოეული ოჯახში დაბადებულ მესამე ბავშვს მონათლავდა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, პატრიარქმა ცერემონიაზე 780 ბავშვი მონათლა.