შოტლანდიელმა კომპოზიტორმა სტიუარტ მიტჩელმა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დნმ-დან მიღებული მასალით მუსიკალური ნაწარმოები შექმნა.
მიტჩელმა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ბიოლოგებთან ერთად გაშიფრა ბეთჰოვენის დნმ-ი და ნოტებს 22 ამინომჟავა შეუთავსა. დნმ-ის მისაღებად მაესტროს კულული გამოიყენეს.
კომპოზიტორის თქმით, შექმნილი მელოდია ბეთჰოვენის სტილისაა – ტრაგიკული და ემოციებით სავსე.
ბეთჰოვენის გენეტიკური მასალით შექმნილი მელოდია ლეგენდარული კომპოზიტორის გარდაცვალებიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ შეიქმნა.