თითქმის მთელი დღეა ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ ამის მიზეზი ისაა, რომ ცენტრალურ წყალსადენზე ელექტროენერგია გამორთულია:
_ ჩვენი ბრიგადები ამ წუთებში მუშაობენ ადგილზე და დაზიანების აღმოფხვრას ცდილობენ. მ
უშაობას ძლიერი თოვაც ართულებს, _ უთხრეს "გურია ნიუსს" ენერგო პრო ჯორჯიას პრესსამსახურში, სადაც ვერ აკონკრეტებენ როდის მოხდება წყალსადენისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.