ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მცხოვრები ბიძინა ვადაჭკორია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სოფელში გაუწმენდავი გზების შესახებ საუბრობს.
"ტელევიზორში ვისმენ გურიაში იწმინდება გზები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმით მუშაობსო. სხვა რეგიონში რომ ვცხოვრობდე, დავიჯერებდი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჭანჭათში დღეს მიცვალებული სასაფლაოზე ტრაქტორით ძვლივს აასვენეს. ტრაქტორიც რომ გამოაგზავნონ, სალიარი სოფელში იქნება საძებარი, რაც არაერთხელ მომხდარა", _ წერს ბიძინა ვადაჭკორია.