ამერიკელი მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რა რეაქცია ექნებოდათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ქვეყანაში ინტერნეტის აკრძალვის შემთხვევაში.
მკვლევარებმა 4 ათასი ადამიანი გამოკითხეს (2 ათასი მამაკაცი და 2 ათასი ქალი), რომელთა საქმიანობაც მჭიდროდ უკავშირდება ინტერნეტს. გამოკითხულთა 67%-მა განაცხადა, რომ გლობალური ქსელის გათიშვის შემთხვევაში, იმ ქვეყანაში გადასახლდება, სადაც ინტერნეტია. მათთვის პატრიოტიზმზე მნიშვნელოვანი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ონლაინ ურთიერთობა აღმოჩნდა.
კვლევაში მონაწილეთა 14%-ს ინტერნეტის გარეშე დარჩენას დეპრესიაში ჩავარდნა ურჩევნია.
გამოკითხულთა მხოლოდ 11%-ს აქვს გაცნობიერებული საკუთარი ინტერნეტდამოკიდებულება და მხოლოდ ისინი არიან თანახმანი, რომ გლობალურ ქსელს გამოეთიშონ.
6%-მა გამოსავალი ინტერნეტის კომპიუტერული თამაშებით ჩანაცვლებაში მონახა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს მათ ინტერნეტდამოკიდებულების დონეს დროთა განმავლობაში შეამცირებს.
ვირტუალური ურთიერთობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია გამოკითხულთა 2%-ს. ინტერნეტის გარეშე ცხოვრებას მათ სიკვდილი ურჩევნიათ. საინტერესოა, რომ პოტენციური თვითმკვლელების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ (78-დან 64 გამოკითხული).
კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მიღებული შედეგები ინტერნეტ ტექნოლოგიების გავრცელების მასშტაბურობას მოწმობს და მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს ინტერნეტ დამოკიდებულება.