BBC-ის ინფორმაციით, ავსტრიაში სამართალდამცავებმა ნაციზმის დიდების ბრალდებით ჰიტლერის ორეული დააკავეს.
როგორც ცნობილია, 25 წლის მამაკაცი თავს ჰიტლერს უწოდებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გავრცელდა ასევე ფოტოები, რომელიც ჰიტლერის ორეულმა იმ სახლთან გადაიღო, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა.
პოლიციის წარმომადგენლის, დევიდ ფურტნერის განცხადებით, ჰიტლერის ორეული ცოტა ხნის წინ გერმანიის საზღვარზე გადავიდა.
მისივე თქმით, ეს არ არის არც ხუმრობა და არც წარმოდგენა.
„ახალგაზრდა კაცმა ზუსტად იცის რას აკეთებს“,_ამბობს ფურტნერი.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ჰიტლერის ორეული ვენაში და გრაზშიც იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ჰიტლერის ორეულის სურათები ავსტრიის საინფორმაციო სააგენტო Heute.at-მა ორშაბათს გამოაქვეყნა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ავსტრიაში ნაციზმის დიდება დანაშაულია.
როგორც ცნობილია, გასულ ოქტომბერს ავსტრიის ხელისუფლებამ იმ სახლის დანგრევა გადაწყვიტა, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, რომ მას ნეონაციზმის მიმდევრებმა ყურადღება აღარ მიაქციონ.
როგორც ცნობილია, ჰიტლერი 1889 წლის 20 აპრილს სახლის ზედა სართულზე ნაქირავებ ბინაში დაიბადა.
ნაცისტური წესის თანახმად, სახლი სალოცავად გადაკეთდა და ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ 1944 წელს, როდესაც ნაცისტებმა კონტროლი დაკარგეს, ის დაიკეტა.