ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას ახალ ვიცე-პრეზიდენტს სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ტარეკ ელ აისამს ბრალი ედება საერთაშორისო ნარკოტიკებით ვაჭრობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში.
როგორც ცნობილია, სანქციები ასევე შეძლებულ ბიზნესმენს, სამარაქ ლოპესზეც ვრცელდება, რომელსაც ელ აისამის თანამზრახველად მოიხესენიებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, აისამი ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გასულ თვეს დაინიშნა.
როგორც ცნობილია, აისამი კრიმინალთან კავშირს უარყოფს, თუმცა ბრალდებებს არც ის და არც ლოპესი დაუყონებლივ არ გამოხმაურებიან.
როგორც ცნობილია, სანქციების მიხედვით ვიცე -პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივები გაეყინა.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინაში აცხადებენ, რომ ვენესუელას ვიცე- პრეზიდენტი ხელს უწყობდა საჰაერო და საზღვაო გზით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადაზიდვას, გარდა ამისა, ის ფულს იხდიდა, რომ მსჯავრდებულ ნარკოტიკების ლორდს, ვალიდ მაკლედისთვის დაცვას ნარკოტიკი მიეწოდებინა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო აპარატის უცხოური აქტივების კონტროლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯონ სმიტის განცხადებით, ძალა და გავლენა უკანონო საქმიანობაში ჩართულ არცერთ პირს არ იცავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ თვის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 34-მა წევრმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნა წერილი, სადაც ვენესუელას ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდნენ.
მათი განცხადებით, შემაშფოთებელია, ვიცე-პრეზიდენტად ელ აისამის დანიშვნა,რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტრაფიკთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან აქვს კავშირი