ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე.
სოფლის მკვიდრ ვ.ლ-ს თავისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც "გურია ნიუსთან" ვ.ლ-ს მეზობლები ამბობენ, დაზარალებულს თავის ქალის მძიმე ტრავმები აღენიშნება. მათი თქმით, ტრავმების სიმძიმის გამო, დაზარალებულის სიცოცხლეს, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.
ვ.ლ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.