"AirPod" – სამბორბლიანი მანქანა საჭის გარეშე, შეკუმშულ ჰაერზე მუშაობს. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 80 კილომეტრია, ერთწუთიანი დატენვა 105 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის და, რაც მნიშვნელოვანია, სამი ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს.
უპირატესობაა ისიც, რომ იგი გარემოს საფრთხეს არ უქმნის.
"AirPod"-ი შეკუმშული ჰაერის გამოყენების პირველი შემთხვევა არაა. ამ საწვავით, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საფრანგეთში ტრამვაი მოძრაობდა.