"მთელი სამართალდამცავი უწყებები, უმრავლესობა და მთავრობა დაეწყო და ივაჭრა პატრიარქის პერსონით. გადასაფარი იყო სხვა მნიშვნელოვანი თემა, რომელიმე გავლენიანი მღვდელმთავრის ჩამოშორება უნდოდათ, თუ ორივე ერთად, ფაქტია, ივაჭრეს პატრიარქით და მოლოდინი ქონდათ, რომ ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა და გაჯეჯილდებოდნენ" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, "რუსთავი 2 რომ თემას წინასწარ გახეთქავდა, ვერც ეს გათვალეს.":
" ასე რომ, "ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა", რაზეც კვირიკაშვილმა ისაუბრა, სწორედ მისი ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა.
ქართულმა ოცნებამ იკადრა ის, რაც არასდროს არც ერთ ხელისფულებას საქართველოში არ უკადრია.
ასეა ეს" _ წერს გვარამია.