ჩინეთის ჩრდილოეთში პალეონთოლოგებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს. უძველესი ტროპიკული ტყე ისე კარგად შენარჩუნდა ვულკანურ ნაცარში, რომ მათი თქმით, შთაბეჭდილება იქმნება თითქოს წამით, 300 მილიონი წლით გადაინაცვლეს წარსულში. ვულკანის ამოფრქვევამ ეს ტყე ერთდროულად გაანადგურა და შეინახა კიდეც.
მეცნიერთა ჯგუფი პენსილვანიის უნივერსიტეტის ეგიდით მუშაობდა ჩინელ მკვლევარებთან ერთად, უზარმაზარი ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 298 მილიონი წლის წინ მოხდა, ისე სწრაფად დაიფარა ტროპიკული ტყე, რომ ძალიან ბევრი მცენარე და ხე ადგილზე გაქვავდა. მომცრო ზომის ხეები თავიდან ბოლომდე შენარჩუნებულია, მათი გირჩები, ფოთლებით და ტოტები არ დაზიანებულა.
აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას მისცემს შექმნან აზიური ტროპიკული ტყის პირველი რეკონსტურქცია. სწორედ მასზე დაყრდნობით იქნება შესაძლებელი ნებისმიერი მომავალი აღმოჩენის შეფასება და სრულყოფა, რადგან მეცნიერები ეჭვობენ კიდევ მიეცეთ ასე სრულყოფილად შემონახული მასალა.
ტყის შესწავლა დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. ეს გახლავთ პირველი ასეთი ძველი, ტორფით შევსებული ტროპიკული ტყე, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. მილიონობით წლის მანძილზე მსგავსი ტორფიანი წიაღისეული ქვანახშირად გადაიქცა და დღეს მათ ადგილას მაღაროებია.
პალეონთოლოგები ამ უძველეს ტროპიკულ ტყეს ძველი რომაული ქალაქის პომპეის ნანგრევებს ადარებენ, რომელიც აგრეთვე ვულკანური ნაცრით დაიფარა და დღესაც არქეოლოგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი აღმოჩენაა.
ისევე როგორც პომპეი, ეს ტროპიკული ტყე დედამიწის არსებობის მხოლოდ ერთ კონკრეტულ და მცირე მონაკვეთს „აცოცხლებს“, მაგრამ ამასთანავე მეცნიერებისათვის ძალიან ღირებულ მასალას წარმოადგენს, იმ კონკრეტულ მომენტამდე არსებული დროისა და შემდგომ პერიოდზე მუშაობისთვისაც.
კვლევის თანაავტორები ამბობენ, რომ ტროპიკული ტყე, რომელიც ახლანდელ ვუდაშია (ჩინეთში) ადრეულ პერმულ გეოლოგიურ პერიოდში ყვაოდა, მაშინ როდესაც დედამიწის სახმელეთო ნაწილები, ერთ სუპერკონტინენტად (ე.წ პანგეა) შეერთებისკენ მიდიოდნენ.