კომპანია “Google” გეგმავს კალიფორნიაში თავის შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ახალი მასშტაბური ცენტრის მშენებლობას, რომლის სახელწოდებაც იქნება – "Google Experience Center".
"Google Experience Center" იქნება ინტერნეტ-გიგანტის ერთგვარი მუზეუმი და ოფიციალური შეხვედრების საორგანიზაციო ცენტრი. გარდა ამისა, შენობაში განლაგებული იქნება ლაბორატორია, სადაც კომპანიის საიდუმლო პროექტებზე იმუშავებენ.
,,გუგლის’’ ცენტრის მშენებლობაზე არქიტექტორი ენდრიუ ბარნეტი მუშაობს. მისი თქმით, ახალი ცენტრი არ იქნება გახსნილი ფართო საზოგადოებისთვის. შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს და გარკვეულ ჯგუფებს ექნებათ, რომელთა საქმიანობა კომპანიის ინტერესების თანხვედრი იქნება.
ახალი ნაგებობისთვის კომპანიის ბიუჯეტიდან 120 მილიონი დოლარი გამოიყო.