გასული საუკუნის 90–იან წლებში ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ საუბრის დროს ადამიანი აყურადებს თავის ხმას – ეს არის თავის ტვინისა და მეტყველების აპარატის უკუკავშირის ერთ–ერთი არხი. როგორც აღმოჩნდა, ამ არხს აქვს დიდი მნიშვნელობა ენაბრგვილთათვის. მაგალითად, თუ მოვასმენინებთ ადამიანს მის საკუთარ მეტყველებას 50 მილიწამის ჩამორჩენით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ენის მოკიდების სიხშირეს.
მეთოდმა მიიღო სახელწოდება "DAF" (Delayed auditory feedback – უკუ აუდიოკავშირი ჩამორჩენით). დადგინდა, რომ ჯანმრთელ ადამიანებში "DAF"–ს შეუძლია პირიქით, ენაბორძიკობის ინსპირირება (ფაქტიურად უკუკავშირის არხის დაცობა ხდება).
მეცნიერებმა შეიმუშავეს სქემა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანის ნორმალური მეტყველება. იგი მეტისმეტად მარტივია და წარმოადგენს ერთ ხელსაწყოდ გაერთიანებულ მიმართული მოქმედების მიკროფონს ანალოგიური დინამიკით, რომელსაც მკვლევარებმა უწოდეს „დაბრკოლებათა მეტყველების გენერატორი“. ჩატარებული ცდების მეოხებით, მიიღეს პრაქტიკული შეზღუდვები მიკროფონისა და ხმის წყაროს ტექნიკურ პარამეტრებზე, სამიზნე ობიექტის მანძილისა და მოსაუბრის ხმის სიმაღლის გათვალისწინებით.
როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, მიმართული მოქმედების მეოხებით, ხელსაწყოს შეუძლია ბრბოში მყოფ კონკრეტულ პირებზე ზემოქმედება ისე, რომ სხვებს არ მიადგეთ ზიანი. ამავე დროს, ადამიანი, ვისზეც ხდება ეს მოქმედება, მეტყველების დარღვევის გარდა, არ იგრძნობს არანაირ დისკომფორტს!