მისი თქმით, წუხანდელი სტიქია უჩვეულო მოვლენა იყო, რამდენადაც ივლისის თვე აღმოსავლეთ საქართველოსთვის არ ხასიათდება კოკისპირული წვიმებითა და სეტყვიანობით. ასეთი მოვლენები საქართველოში 10 წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა მსგავსი დამანგრეველი შედეგი არც 1984-87 წლების და არც 2006 წლის სტიქიებს არ მოჰყოლია.
ჰიდრომეტეოლოროგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ნგრევა კახეთის რეგიონში კოკისპირულ წვიმაზე მეტად ქარის სიჩქარის სწრაფმა მომატებამ გამოიწვია:
“ამ მოვლენას ქარის სკვარული გაძლიერება ეწოდება, როდესაც სიჩქარე დროის მოკლე მონაკვეთში იმატებს და დამანგრეველი ხდება. კახეთში წვიმას ქარის სიჩქარის სწრაფი გაძლიერება მოყვა,დაახლოებით 5-დან 25 მეტრამდე, რამაც სამწუხაროდ სახურავების ახდა და ნგრევა გამოიწვია _აცხადებს ჯემალ დოლიძე „გურია ნიუსთან” საუბარში.
მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში კლიმატის გაუარესებას დედამიწის ზედაპირის არათანაბარი გათბობა იწვევს, რასაც დასავლეთ საქრთველოსთვის დამახასიათებელი არ არის..
ოფიციალური მონაცემებით, კახეთის რეგიონში გუშინდელი სტიქიის შედეგად, სახურავის გარეშე დარჩა 500-მდე საცხოვრებელი სახლი. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, წვიმა ამაღამაც არის მოსალოდნელი, თუმცა ნაკლები მაშტაბის.