მისი გამოსვლა ასე დაიწყო:
_ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ჯერ ჩვენ არ დაგვიწყია, რაღაცა კონკრეტული უნდა გააკეთო, ყოველდღე შენს თავს უნდა ჰკითხო, რა გააკეთე შენი სამშობლოსთვის, რა გააკეთე შენი კუთხისთვის და რამაზმა (რამაზ ნიკოლაიშვილი. ავტ.) იცის, რომ საქართველო ზოგადად მიდის წინ და ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ჩემი აზრით, გურიაზე ბევრად მეტი ყურადღება გვჭირდება და ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, აქ ცხოვრობს ძალიან მაგარი ხალხი, ძალიან ნიჭიერი ხალხი, ძალიან მშრომელი ხალხი და როგორც წესი, არასაკმარისად დაფასებული ხალხი. ასე იყო, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მთავრობის დროს და არ მინდა, რომ ასე იყოს. არ იქნება არც ერთი სოფელი, სადაც არ იქნება ძალიან მაგარი გზა. ყველგან ვაკეთებთ გურიაში წყლის სისტემებს და რამაზმა ამას მოკიდა კონკრეტულად ხელი. არ უნდა იყოს არც ერთი სოფელი 21 საუკუნეში თანამედროვე გაზის სისტემის გარეშე. ყველგან, გურიაში, ჩვენ ვაკეთებთ გაზს, იმიტომ, არ შეიძლება მთელ საქართველოში არ იყო გაზი. კომუნისტების დროს ეს არ იყო, ახლა ჩვენი მთავრობის დროს პრაქტიკულად გაზი ყველგან იქნება, მით უმეტესად, რომ კურორტები შენდება საქართველოში და ჩვენ მოვკიდეთ ხელი ურეკსა და ბახმაროს. ურეკი კეთდება ძალიან მაგრად და ბახმაროში 19-ში გვაქვს დოღი; ვამთავრებთ პირველ ეტაპს ბახმაროს რესტავრაციის, იქნება გზების მოყვანა წესრიგში, წყლის გაკეთება. იქ სხვადასხვა კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, და ვიწყებთ გურიაში პირველი სათხილამურო კურორტის გაკეთებას, იმიტომ, რომ არ შეიძლება არ ჰქონდეს გურიას სრულფასოვანი ზღვის, ზამთრის, ზაფხულის კურორტი. ამ პატარა ადგილს აქვს ყველანაირი პირობები იმისათვის, რომ გავაკეთოთ ტურისტული ზონა, _ თქვა პრეზიდენტმა.