გამოიკითხა დაახლოებით 1980 ამომრჩეველი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში.
„პენ შონ ბერლანდის“ წარმომადგენელი გრეგ სმიტი აცხადებს, რომ კომპანიას საზოგადოებრივი აზრის კვლევა არაერთ ქვეყანაში ჩაუტარებია და ყოველთვის მაღალი სანდოობით გამოირჩეოდა.
სმიტის განმარტებით, კვლევის დროს გამოყენეს ეწ „ფარული ბიულეტენის” მეთოდოლოგია: ამომრჩეველი ავსებს ბიულეტენს, დებს კონვერტში და შემდეგ გაუმჭვირვალე ჩანთაში. სმიტის სთქმით ”პენ შონ ბერლანდი” ამ მეთოდს იმ ქვეყნებში იყენებს, სადაც ამომრჩევლის დაშინების მაღალი მაჩვენებელია.
„ფაქტობრივად, ეს იყო კენჭისყრის დღის სიმულაცია, ამ მეთოდოლოგიის გამო ვფიქრომბრომ ჩვენი კვლევა არის გაცილებით ზუსტი ვიდრე სხვა კვლევები,“ _ განაცხადა სმიტმა.
სმიტის განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” ერთი პუნქტით უსწრებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
როდესაც რესპონდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ძირითადი ლიდერების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდიკით, ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” ლიდერის უპირატესობა 1-დან 9 პუნქტამდე გაიზარდა (46% – “ქართული ოცნება”, 37% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”).
კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ბოლო დროს მთავრობის მიერ “ქართული ოცნების” და მისი წევრების შევიწროვებაზე ამომრჩევლების ნეგატიური დამოკიდებულებაა.
კვლევის მიხედვით, ამომრჩევლების 81%-ს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სახელმწიფოს მხრიდან მცდარი ნაბიჯი იყო და მას უნდა დაუბრუნდეს მოქალაქეობა. 63%-ს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იმისთვის გადაიდგა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ჩამოეშორებინათ.
რესპონდენტთა 66%-ს არ მოსწონს, მთავრობის უკანასკნელი მცდელობები, ნება დაერთო ივანიშვილისთვის ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და ამავდროულად, შეეზღუდა მისი სხვა პოლიტიკური უფლებები. კვლევის ავტორების განმარტებით, “რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლება ზღუდავს ივანიშვილის უფლებებს მოქალაქეობის ჩამორთმევით და ამავდროულად, ქმნის სამართლიანობის ილუზიას”.
ამომრჩევლების 81%-ს სმენია ივანიშვილზე დაკისრებული ჯარიმის შესახებ. აქედან 62%-ის აზრით, “ეს იყო ხელისუფლების მცდელობა, მიესაკუთრებინა ივანიშვილის ფული და გამოეყენებინა თავისი მიზნებისთვის და რომ ივანიშვილი მართალია, როდესაც უარს ამბობს ჯარიმის გადახდაზე”. მხოლოდ 21% ფიქრობს, რომ ჯარიმა სამართლიანია და ივანიშვილმა უნდა გადაიხადოს.
კვლევის თანახმად, ზოგადი სიტუაციის მხრივ სურათი ასეთია: ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით _ ფიქრობს რესპონდენტთა 47% 43%-ის წინაამღდეგ. ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია – ფიქრობს 49% 40%-ის წინააღმდეგ. ამომრჩევლების 58%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში კარდინალური ცვლილებებია საჭირო.
გამოკითხულთა აზრით, სამუშაო ადგილები და ეკონომიკა არის უმთავრესი პრობლემები ქვეყნისთვის. 73% მიიჩნევს, რომ უმუშევრობა არის უმთავრესი ან მომდევნო უმთავრესი საკითხი ქვეყნის წინაშე. 53% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური ვითარება უნდა იყოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
ამომრჩევლებს ჰკითხეს, თუ ვინ მოაგვარებს უკეთესად ახალი სამუშაო ადგილების პრობლემას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ორივე კითხვასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს 12 პუნქტით, შესაბამისად, 48% და 36%.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოებას სულ უფრო მეტად აწუხებს დემოკრატიისა და თავისუფლების თემა. 4-დან 1 ადამიანი ამართლებს ხელისუფლების ქმედებებს დემოკრატიზაციის მიმართულებით. 5-დან 1-ზე ნაკლებს მიაჩნია, რომ ხელისუფლება გამჭვირვალეა თავის ქმედებებში.
ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშიირებით :
31-ფიქრობს რომ საქართევლოში უკვე დემოკრატიაა
36-ფიქრობს რომ საქართველოში ჯერჯერობით არ არის დემოკრატია, მაგრამ ამ მხრივ პროგრესი შეინიშნება
28- ფიქრობს რომ საქართველოში არ არის დემოკრატია
გრეგ სმიტის განცხადებით, „თბილისში იმარჯვებს „ქართული ოცნება“ 55 წლის ასაკის ამომრჩევლებს შორის, ხოლო 30 წლამდე ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია”
რაც შეეხება ინსტიტუტების რეიტინგს, პირველ ადგილზე კვლავ ეკლესია რჩება:
ეკლესია-93; პატრული-82; პოლიცია-69; შსს-64; ნაციონალური მოძრაობა-59; ქართული; ოცნება-57; სასამართლო- 42 ; სახალხო დამცველი-53.
გრეგ სმიტის განცხადებით, მოსახლეობის ცნობადობა გაცილებით მაღალია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ხშირად ეს ცნობადობა უარყოფითადაც მოქმედებს მათზე. ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი ფიქრობს, რომ საქართევლო გამორჩეული ქვეყანაა, რადგან არც ერთ ქვეყანაში, სადაც კომპანიას კვლევა ჩაუტარებია, მოწონების რეიტინგში პოლიტიკური პარტია არ მოხვედრილა.
გრეგ სმიტი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, ქართველ ამომრჩეველში ძალიან დაბალია პოლიტიკოსებისა და პარტიების ცნობადობა, „რაც მედიის, კერძოდ კი ახალი ამბების მკეთებლების ნაკლია”.მისი თქმით, ქართულ მედიას არ აქვს საკმარისი შეღწევადობა ”ადამიანების წარმოდგენაში”.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, “პენ შონ ბერლანდი” არის მსოფლიოში მოწინავე კომპანია მარკეტინგულ კვლევებში, მუშაობს 100-ზე მეტ ქვეყანაში. მისი დაარსებიდან 30 წლის შემდეგ “პენ შონ ბერლანდი” თანამშრომლებს ისეთ კორპორაციებთან, როგორიცაა: “მაიკროსოფტი”, “ინტელი”, “ფორდ მოტორსი”. პოლიტიკურ არენაზე “პენ შონ ბერლანდი” ჩართული იყო 30-ზე მეტ სახელმწიფოს საარჩევნო კამპანიაში, მათ შორის პრეზიდენტ ბილ კლინტონის, ბრიტანეთის პრემიერ-მინიტრს ტონი ბლერის და იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის საარჩევნო კამპანიაში. კომპანია იყო ნიუ-იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის და ჰილარი კლინტონის მრჩეველი.