სპეციალურ კოორდინატორებად დანიშნული საპარლამენტო ასამბლეის 4 წევრი, ამ ქვეყნებში მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიებს უხელმძღვანელებენ.
ხორვატიელი ვიცე-პრეზიდენტ ტონინო პიკულას უეთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
პიკულა 2004-2008 წლებში ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო სფეროში.ხელმძღვანელობდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიებს რუსეთის, ყაზახეთისა და მოლდოვეთის არჩევნების დროს.
ეუთოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მისიის ხელმძღვანელები კენჭისყრის მეორე დღესვე გააკეთებენ განცხადებას არჩევნების შესახებ.
Caucasus elections watch -ის ინფორმაციით , ეუთომ სულ ახლახანს გამოაცხადა ვაკანსიები დამკვირვებლებზე. აპლიკაციების ვადა გუშინ 14 აგვისტოს ამოიწურა, სამუშაოს დაწყების თარიღად 17 აგვისტოა მითითებული.
”სამუშაოს დაწყების თარიღად 17 აგვისტოს მითითება, შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ მისიის ძირითადი ნაკადი სწორედ ამ დღეს ჩამოვა საქართველოში,”-აცხადებს Caucasus elections watch-ის გუნდი.