_ ის არის ლანჩხუთის გამგებლის გიორი გოგუაძის პირადი მდივნის ნატო ნუცუბიძის მეუღლე ზურაბ კვირკველია. აღსანიშნავია, რომ თავად კვირკველია საჯარო სამსახურებში დასაქმებული არ არის.
გუშინ, საღამოს, პრეზიდენტის განკარგულებით და პირადი სურვილით, და რა თქმა უნდა ბიუჯეტის სახსრებით, ლანჩხუთის საჯარო სამსახურების და სკოლების თანამშრომლები, აგრეთვ,ე “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა წევრები მიკროავტობუსებით ბათუმში მიყავდათ ახალ მიუზიკლ “ვერის უბნის მელოდიებზე” დასასწრებად.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა “ინფო 9“-ის ჟურნალისტი ნინო ხელაძე ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეების ვოიაჟის შესახ. გაღიზიანებულმა კვირკველიამ ოპერატორ დავით ჩავლეიშვილს სახეში ჩაარტყა, რის შედეგადაც ჩავლეიშვილს თვალი დაუზიანდა.
13 საათზე, კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბში იგეგმება პრიფინგი გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით. დეტალებს “გურია ნიუსი” უახლოეს წუთებში მოგაწვდით.