ამავე ორგანიზაციასთან არსებული „ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ნათია კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დაცული იყოს ჟურნალისტის პირადი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები. სამწუხაროდ ლანჩხუთში გუშინ დაფიქსირდა შემთხვევა, როცა გადამღებ ჯგუფს არ მიეცა მუშაობის შესაძლებლობა და განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა ოპერატორზე
_ აღნიშნული ინციდენტი საქართველოს სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულის ნიშანს მოიცავს მათ შორისაა ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანება და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები მყისიერად უნდა იქნეს გამოძიებული, რათა ერთის მხრივ მოხდეს მართლწესრიგის დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ – დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება მომავალში.
_ ამ ბოლო დროს, გახშირდა ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტები და ასევე მათზე ზეწოლები, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი რას აკეთებს ამ დროს და რა ღონისძიებებს მიმართავთ?
_ ჩვენ ვამზადებთ ოფიციალურ განცხადებებს დანაშაულის შეტყობინების შესახებ
ვახორციელებთ ჟურნალისტების წარმომადგელობას გამოძიებისა თუ სასამართლო ეტაპზე.