პროექტის ღირებულება სამი მილიონი ლარია და ის წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩოხატაურს 24-საათიანი წყალმომარაგება არ ექნება, ნიკოლაიშვილის განცხადებით, პროექტის ზედამხედველი და თვითონაც, პასუხს საკუთარი თავით აგებენ. ჩვენს კითხვაზე, ექნება თუ არა მესამე ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალი სოფელ ხიდისთავს, საიდანაც მაგისტრალური ქსელი მოდის და სადაც ახალი ჭაბურღილი კეთდება, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გვიპასუხა, რომ წყალი ხიდისთავს აუცილებლად ექნება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved