საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს საინერესო გამოხმაურება მოჰყვა ბერძნულ მედიაში.
“ამპარტავნება არის ყვავილი, რომელიც ნაყოფიც თავხედობაა. ჩვენი საქციელით ქართველებს შეურაცხყოფა მივაყენეთ, წარსულის დავიწყებაში ამპარტავნები გავხდით. ყაზახეთთან გატანილი ხუთი გოლით გავთამამდით და ყველაზე ცუდი მე გამოვავლინეთ”,_ წერია ბერძნულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში.
“პირველ რიგში კი ეს ეხება ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელობას, ფედერაციას, რომელმაც “ლურჯ-თეთრების” ბოლო ათწლეულის მთავარი თამაში სასკოლო ექსკურსიად გადააქცია. ხელმძღვანელობას ყაზახეთთან წარმატებამ ისე დაახვია თავბრუ, თითქოს მესის არგენტინა გაგვენადგურებინოს და “ბორის პაიჭაძეს” განიხილავდა არენად, სადაც სინამდვილეში არაარსებული უპირატესობის დემონსტრირება უნდა მოგვეხდინა.
იმ ნაკრების ფიასკომ, რომელიც “ყოველთვის უგებდა საქართველოს”, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფეხბურთი ერის კოლექტიური იდენტობის ელემენტია. იმ ფაქტმა, რომ მეტოქე ჩვენს წინააღმდეგ ისტორიულად სუსტი იყო, დაგვავიწყა 20 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც პორტუგალიაში გამგზავრების წინ დიდ ტურნირებზე მხოლოდ ერთი გოლი გვქონდა გატანილი. ეს იყო უპატივცემულობა სანიოლის გუნდის მიმართ, მაგრამ პირველ რიგში, საკუთარი ისტორიის მიმართ”, – წერს ბერძნული გამოცემა.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი , პენალტების შედეგად 4:2 დაამარცხა და ევრო 2024-ზე იასპარეზებს.