გრანტების მართვის სააგენტოს დახურვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება საიას იურისტი ნონა ქურდოვანიძე.
„დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. შეხსენებისათვის, ეს სააგენტო რეპრესიული კანონების მიღების პარალელურად შექმნა ,,ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის აპრილში. მაშინ ამბობდნენ, რომ სააგენტოს მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ და არა უცხოური დონორებისაგან.
ამ სააგენტოს დაფუძნება იყო იმ დროისათვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი, რომ უცხოური დაფინანსების შეზღუდვის უპრეცედენტო მასშტაბები ოდნავ მაინც შეელამაზებინათ. ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას როგორც ჩანს.“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.































































