ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსმა მარიამ დარჩიამ თანამდებობა დატოვა.
ის თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა.
მარიამ დარჩია აღნიშნულ პოსტზე ყოფილი მერის პაატა კუნჭულიას ბრძანებით დაინიშნა და მან თავის დროზე მაიზერ ცელაძე ჩაანაცვლა. მანამდე კი დარჩია მერიის იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდა.
ამ ეტაპზე, უცნობია, ვინ დაიკავებს სოციალური სამსახურის უფროსის პოსტს. სავარაუდოდ, აღნიშნულ და ასევე სხვა პოზიციების დასაკავებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს გამოაცხადებს, _ ინფორმაციას ტვგურია ავრცელებს.
































































