გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია, ამიტომ მეგობრებო, ახლობლებო და უბრალოდ კეთილო ადამიანებო, უმორჩილესად გთხოვთ, მოგვისმინოთ!
ჩვენი ოჯახის ნაბოლარას, ჩვენს ერთადერთ ძამიკოს, 4 წლის ლევანიკოს მამას – 39 წლის გიორგის, უმძიმესი და უიშვიათესი დიაგნოზი – IV სტადიის ფიბრომიქსოიდური სარკომა დაუდგინდა. უკვე 9 თვეა მთელი ოჯახი, ნათესავები და მეგობრები მისი სიცოცხლისთვის დაუღალავად ვიბრძვით.
თავდაპირველად გიორგიმ გერმანიაში გაიარა უმაღლესი დოზირების ქიმიოთერაპიის 5 მძიმე კურსი, მოგვიანებით კი სამიზნე თერაპია, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადება არ დაემორჩილა.
ამჟამად გიორგი ამერიკაში, MD Anderson-ის კლინიკაში იმყოფება. ექიმები გვაძლევენ რეალურ იმედს, რომ დაავადების შეჩერება შესაძლებელია, თუმცა, მკურნალობა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, პირველ ეტაპზე 300 000 აშშ დოლარის მობილიზებაა საჭირო.
ჩვენი ოჯახის რესურსი სრულად ამოწურულია. მარტო ამ ბრძოლას ვეღარ ვაგრძელებთ…
უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც რა საშუალება გაქვთ, თუნდაც მცირედით დაგვეხმაროთ, რომ გიორგის სიცოცხლე შევუნარჩუნოთ.
თითოეულ ლარს, თითოეულ გაზიარებას ახლა ოქროს ფასი აქვს!
Paypal:
George@zinaflight.com
Giorgi Dolidze
+995 577 46 50 05



































































