გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
ოზურგეთში _ 11:00-დან 18:00 საათამდე, მონაცვლეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სოფლებს: დვაბზუს, ბახვს, ცხემლისხიდს, ძიმითსა და მიმდებარე სოფლებს.
ჩოხატაურში _ 11:00-დან 19:00 საათამდე, მონაცვლეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სოფლებს: ხევს, ბუკნარს, ზენობანს, ბუქსიეთსა და მიმდებარე სოფლებს.
ლანჩხუთში _ 11:00-დან 18:00 საათამდე, მონაცვლეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სოფლებს: ჭანჭათს, ქვემო აკეთსა და ზემო აკეთს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.































































