გიორგის ლოცვა.
სოხუმის ომი იყო…
ომის ხმაურში, შიშსა და გაურკვევლობაში, ჩემი ძმა, ლადო იქ იყო.
ჩვენ კი შორიდან ველოდებოდით მის დაბრუნებას და ყოველ დარეკილ ტელეფონზე გული გვიჩერდებოდა.
იმ დროს გიორგი სულ პატარა იყო,ალბათ, ხუთი წლის თუ იქნებოდა.
ბავშვი, რომელსაც ომის არაფერი ესმოდა, მაგრამ ძალიან კარგად ესმოდა ერთი რამ —
ლადო უყვარდა და მისი გადარჩენა უნდოდა.
მახსოვს, როგორ ლოცულობდა თავისი ბავშვური გულით, მთელი არსებით, და ღმერთს ევედრებოდა:
“ღმერთო, ჩემი ლადო გადამირჩინეო…“
რა იცის ბავშვმა ომის და საფრთხის შესახებ,
მაგრამ იცის სიყვარული
და ზოგჯერ ბავშვის გულიდან ამოსული ერთი გულწრფელი სიტყვა ყველაზე ძლიერი ლოცვაა.
ლადო დაბრუნდა, ცოცხალი და უვნებელი.
წლებმა გაიარა.
ის პატარა ბიჭი გაიზარდა. ცხოვრება გაგრძელდა თავისი სიხარულით, ტკივილით და მოულოდნელობებით…
დღეს კი ის პატარა გიორგი, რომელიც მაშინ ღმერთს ლადოს გადარჩენას სთხოვდა, თავად ებრძვის მძიმე განსაცდელს — ავთვისებიან სიმსივნეს.
ნეტავ, ახლა იმავე ბავშვური რწმენით შეგვეძლოს ღმერთთან მისვლა და ვთხოვოთ:
“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“
ზოგიერთ ლოცვას წლები ვერ აუქმებს.
ისინი უბრალოდ ბრუნდებიან — სხვა დროს, სხვა ტკივილით და იმავე სიყვარულით….ახლა იმ პატარა გიორგის ლოცვის დროა, რომელიც ერთხელ სხვის გადასარჩენად აღევლინა…
ახლა ეს ლოცვა მას უნდა დაუბრუნდეს!
წერს სოციალურ ქსელში გიორგი დოლიძის ახლობელი.
ინფორმაციისთვის, გიორგიმ გერმანიაში გაიარა უმაღლესი დოზირების ქიმიოთერაპიის 5 მძიმე კურსი, მოგვიანებით კი სამიზნე თერაპია, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადება არ დაემორჩილა.
ამჟამად გიორგი ამერიკაში, MD Anderson-ის კლინიკაში იმყოფება. ექიმები გვაძლევენ რეალურ იმედს, რომ დაავადების შეჩერება შესაძლებელია, თუმცა, მკურნალობა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, პირველ ეტაპზე 300 000 აშშ დოლარის მობილიზებაა საჭირო.
ოჯახის რესურსი სრულად ამოწურულია. მარტო, საზოგადოების დახმარების გარეშე ამ ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელია.
უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც რა საშუალება გვაქვს, თუნდაც მცირედით დაგვეხმაროთ, რომ გიორგის სიცოცხლე შევუნარჩუნოთ.
თითოეულ ლარს, თითოეულ გაზიარებას ახლა ოქროს ფასი აქვს!
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
ა/ა:
თიბისი ბანკი
ა/ა:
მიმღები: გიორგი დოლიძე
საზღვარგარეთიდან გადმორიცხვის მსურველთათვის –
Paypal:
George@zinaflight.com
Giorgi Dolidze
+995 577 46 50 05






























































