როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ქურდობაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი მკვიდრია და აღნიშნულ მშენებლობაზე მუშაობს. მან საწვავი ერთ-ერთ მძღოლს მიჰყიდა, რომლისგანაც ჯერ ფული არ აუღია, თუმცა როგორც თქვეს, ის სწორედ ამ მძღოლმა “ჩაუშვა” .
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის რწმუნებული ვლადიმერ ჩავლეშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ბახვი ჰესის მშენებლობაზე მას არაფერი ევალება, არ აინტერესებს და არც მის კომპეტენციაში შედის.
_რა ვიცი, რა გითხრათ, მე არ ვერევი მაგ ამბებში, რა ჩემი საქმეა, ან საიდან უნდა ვიცოდე, რომელი სამართალდამცავი მე ვარ?_ გვითხრა ჩავლეშვილმა.
“გურია ნიუსი”ინფორმაციის გადასამოწმებლად გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გურამ ჩანტლაძეს დაუკავშირდა.
_ბატონო გურამ, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, წუხელ პოლიციამ “ბახვი ჰესი-3” მშენებლობაზე საწვავის ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავა, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?
_მაგ საკითხთან დაკავშირებით პრესსამსახურს უნდა მიმართოთ, ბოდიშს გიხდით, -გვითხრა ჩანტლაძემ.
_”გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს სალომე მახარაძეს დაუკავშირდა.
_ მომწერეთ, ვინ არის დაკავებული ასე ზეპირად ვერ გეტყვით, უნდა გადავამოწმო. ახლა შეხვდერაზე შევდივარ და როგორც კი გავთავისუფლდები, მაშინვე დაგირეკავთ, გვითხრა მახარაძემ.